3D

ლისი დეველოპმენტი

აქ ყოველი დღე განსაკუთრებულია

Image

სიახლეები

Image

ადამიანები ლისიდან

Image
  • #ადამიანებილისიდან
    #huimansoflisi

    "სანამ პროექტი დაიწყებოდა, უკვე გვქონდა მსგავს ადგილას ცხოვრების სურვილი, გადაჭედილ ცენტრში არ გიწევს ყოფნა და არც ქალაქს ხარ მოწყვეტილი. საბურთალოზე ვცხოვრობდით და სასეირნოდ იპოდრომზე ჩავდიოდით ხოლმე, დილაობითაც იქვე ვარჯიშობდით, მაგრამ სამწუხაროდ ახლა იმ ტერიტორიაზე მასიური მშენებლობებია. ლისზე გადმოსვლამ მეტი შესაძლებლობა მოგვცა და ვარჯიშისთვის მოტივაციაც გაიზარდა. ჯანსაღი ცხოვრების წესს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, დილით ლისის ტბის გარშემო დავრბივართ ან ველოსიპედებით ვსეირნობთ, ერთი თვის წინ ჩვენს სპორტულ აქტივობებს იოგაც დაემატა. ფიზიკური დატვირთვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვა, რაც სუფთა ჰაერზე კიდევ უფრო ეფექტურია, ჩვენი ინსტრუქტორიც ბუნებაში ვარჯიშს გვირჩევს. სპორტის გარეშეც დიდ დროს ვატარებთ ეზოში, ხშირად ვსეირნობთ ჩვენს პარკში, სადაც მწვანე სუფთა ბალახზეც შეგიძლია დაისვენო ტირიფების ჩრდილქვეშ. ორი შვილი გვყავს და ჩვენი დიდი სურვილი იყო მათ მაქსიმალურად კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში ეცხოვრათ, ესეც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო აქ გადმოსვლისთვის. ვფიქრობთ, რომ მწვანე ქალაქის მაცხოვრებლები გაცილებით ბედნიერები არიან, თითქოს მუდმივად დასვენების რეჟიმში ხარ. - ქეთი ვაშალომიძე"

  • #ადამიანებილისიდან
    #humansoflisi

    "ჰარმონია ბუნებასთან სიახლოვეა, სიმწვანე, სიმშვიდე. პროფესიიდან გამომდინარე, ბევრს ვმოგზაურობ და ალბათ, ამ ასოციაციების მაგალითად პირველად ვენა მახსენდება. ძალიან მწვანე ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს ვენა. ლისიც ამ მიზეზით ავირჩიე და არაა გასაკვირი, რომ აქაც პარკი იქცა საყვარელ ადგილად. განსაკუთრებული კონცეფციით შემუშავებული პროექტია, ეკოლოგიურობაზე კონცენტრაციით. კარგი იქნება, თუ იმავე მიმართულებას შევინარჩუნებთ მაქსიმალურად. — with Ketevan Kemoklidze."

  • #ადამიანებილისიდან 
    #humansoflisi

    "რომ ავირჩიო მწვანე ქალაქში საყვარელი ადგილი, ჩემი ეზო პირველ აზრად მომდის. ტრენაჟორების ტერიტორიაზეც ხშირად ვარ. პარკიც ძალიან მიყვარს. ზოგადად, სადაც სიწყნარეა, იქ ვგრძნობ თავს კარგად. გზისგან მოშორებით ვცხოვრობთ და ზედმეტი ხმაური არ გვაწუხებს, არც გამონაბოლქვის სუნი. სტუმარი რომ მოვა, მანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნა არ გიწევს, თუმცა მე მანქანებზე მეტად მოტოციკლეტები მაინტერესებს. თავისუფალ დროსაც მათ ვუთმობ. ხშირად გავდივართ ტყეში ჰაიკინგზე. ხან მოტოციკლეტებით, ხან ველოსიპედებით, ხანაც ფეხით. ფეხით როცა გავდივართ, ჩემი ოთხფეხა მეგობარი ლუიც თან მიმყავს. ძაღლები ბავშვობიდანვე მიყვარს, მაგრამ ადრე მარტო მეზობლის ძაღლებს ვეთამაშებოდი. აქ უკვე შემიძლია ძაღლის ყოლა და ლუიც მგონი მშვენივრად გრძნობს თავს, დარბის, ბავშვებს ეთამაშება და ბედნიერია. - გიორგი ოთიაშვილი "

  • #ადამიანებილისიდან 
    #humansoflisi

    "მე, როგორც არქიტექტორი ვფიქრობ, რომ ქალაქს სჭირდება გენერალური გეგმა. სწორმა დაგეგმარებამ, სამშენებლო რეგულაციებმა და ზოგადად ეკონომიკურმა ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ქალაქის დეცენტრალიზაციას. ასეთი მიმართულება ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტს შექმნის. ევროპაში ხშირად შეხვდებით დაბალსართულიან განაშენიანებას, Townhouse-ებს, გვერდიგვერდ მდგომი სახლები პატარა ნაკვეთებით. ეს თბილისისთვის სიახლეა... ასეთ საცხოვრებელ ზონებს ბევრი დადებითი მხარე აქვს: თვალისთვის უკეთ აღქმადი და კომფორტულია. რაც მთავარია, უფრო ეკოლოგიურიც. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში მოსახლეობა პრიორიტეტს ასეთ სახლებსა და უბნებს მიანიჭებს. პროექტირებას თითქმის მთელი ჩემი დრო მიაქვს, მე არ ვჩივი. გიმარტივდება საქმე, თუ გიყვარს. თან მუსიკის მოსმენა მეხმარება ამაში. არჩევანი ადვილია - ვუსმენ ყველაფერს რაც კარგია დაწყებული როკით, გაგრძელებული ელექტრონული მუსიკით და დასრულებული მსოფლიო ფოლკლორით. - ვახო ვისოცკი "

  • #ადამიანებილისიდან 
    #humansoflisi

    "ექვსი წელია უკვე, რაც მებაღე ვარ, მანამდე კი ვგალობდი. სალოტბაროში ვაპირებდი ჩაბარებას, როცა სამების ეზოში დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტი გაიხსნა. უბრალოდ დამაინტერესა და მივედი. დიდი ბაღი ჰქონდათ, მოვლა სჭირდებოდა. ნელ-ნელა პრაქტიკაც დავაგროვე. ვერ იტყვი, რომ ბევრია ამ სფეროში გარკვეული ან დაინტერესებული. არადა, როცა მიწასთან ხარ ახლოს, თითქოს შინაგანად გრძნობ რაღაც კავშირს. ნებისმიერი მცენარე საკუთარ თავში დადებით აურას ატარებს, დაღლილობას იტევს და სანაცვლოდ, ახალი ენერგიით გმუხტავს. სიმღერასაც იგივე ეფექტი აქვს. ალბათ ამიტომ არც სიმღერა მიმიტოვებია დღემდე." — with დავით კაკრიაძე.