3D

ჩვენ შესახებ

ლისი დეველოპმენტი

Image

ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება. კომპანია 2010 წლის მარტში დაფუძნდა და მას შემდეგ ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით მწვანე ქალაქი ლისზე.

კომპანია ლისი დეველოპმენტის მიზანი არა მხოლოდ თანამედროვეს სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნაა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაა.

მწვანე ქალაქი ლისზე გამოირჩევა თავისი 80/20 კონცეფციით, რომელიც გულიხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, დანარჩენი 80% - კი დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციული ზონების მოწყობას. ტერიტორიაზე გაშენდება 7 პარკი.

ლისი დეველოპმენტი არაერთხელ გამხდარა უძრავი ქონების ჯილდოების გამარჯვებული.

მისია

Image

უსაფრთხო და მყუდრო გარემოს შექმნა ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში, სადაც ყველა პირობაა იმისათვის რომ თავი ყოველდღე განსაკუთრებულად იგრძნო.

ხედვა

Image

ჩვენი პასუხისმგებლობაა შევიტანოთ წვლილი ქალაქის განვითარებაში, შევმატოთ მას მეტი სიმწვანე და შევქმნათ ეკო ოაზისი. ჩვენ ვქმნით ცხოვრების ახალ სტილს იმ ოჯახებისთვის, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია ცხოვრების ჯანსაღი წესი.

დირექტორთა საბჭო

ჩვენი გუნდი

Image

მენეჯმენტი

ადმინისტრაცია

მარკეტინგი

ფინანსები

სამშენებლო გუნდი

იურიდიული განყოფილება

გაყიდვები

ლისი რენოვეიშენი

პროექტები

პორტფოლიო

Image
Image

მწვანე ქალაქი ლისზე

პროექტის მწვანე ქალაქი ლისზე პირველი უბანი - ლისი ვერანდა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა. ლისი ვერანდაზე 150 ზე მეტი ოჯახი დასახლდა. აქ სამი ძირითადი ტიპის საცხოვრებელი პროექტებია:

• ოთხსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობები - მოიცავს სტანდარტულ ბინებს ისევე როგორც დუპლექსის ტიპის საცხოვრებელს საკუთარი ეზოთი.

• თაუნჰაუსები - ორსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები საკუთარი ეზოთი.

• ვილები - ინდივიდუალური დაპროექტებით შექმნილი სახლები, საკუთარი ეზოთი.

ლისი ვერანდას გამწვანების გეგმა ქართველმა და იტალიელმა ლანდჩაფტის სპეციალისტებმა განახორციელეს. განაშენიანება აქ პარკის ირგვლივ გაკეთდა, ეწ გერმანული ტიპის განაშენიანების პრინციპით. მწვანე ქალაქის პირველი პარკი 4000 მ2 - ის ფართობზე განხორციელდა. ლისი ვერანდის მაცხოვრებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საცურაო აუზითა და სავარჯიშო დარბაზით.

ამ ეტაპზე დასრულებულია 170 ზე მეტი ბინის, 16 თაუნჰაუსისა და 2 ვილის მშენებლობა. პროექტის მეორე უბანი - ლისი ბაღები, რომელიც 2014 წლის აგვისტოში დაიწყო ითვალისწინებს 48000 მ2 - ის მშენებლობას, რაც გულისხმობს 260 საცხოვრებელ ერთეულს. მშენებლობა დასრულდება 2017 წელს.

ლისირენოვეიშენი

,ლისი დეველოპმენტი’’-ს შვილობილი სარემონტო კომპანია ,,ლისირენოვეიშენი’’ ლისის მაცხოვრებლებს სრულ სარემონტო სერვის სთავაზობს:

•  აზომვითი სამუშაოებბი

•  დიზაინერის მომსახურება

•  სამგანზომილებიანი ინტერიერის დიზაინის შექმნა

•  მასალების შერჩევა

•  ყველა სახის სარემონტო სამუშაოები

•  ბინის მოწყობა ავეჯით, ტექნიკით და აქსესუარებით

Image
Image

ლისის ტბა

ლისის ტბა მისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, რომლებიც ზღვის დონიდან 380-600 მეტრამდე მერყეობს, ლისის ტბა, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით. ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განახლება კომპანია ლისი დეველოპმენტმა 2012 წელს დაიწყო. ტბის გარშემო შეიქმნა სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე. სანაპიროზე შენდება სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი სანაპირო ზოლი გარუჯვის მოყვარულთათვის.

ლისის აბანო

ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ ლისის ტბის შემოგარენში თერმული წყარო არსებობს. 2015 წელს ტბის ტერიტორიაზე გოგირდის აბანო გაიხსნა. აქ თქვენ საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ გოგირდის სამკურნალო წყლების აბაზანებით, მექისეს მომსახურებით და დატკბეთ ლისის ტბის ულამაზესი ხედებით, რომელიც აბანოს ტერასიდან იშლება.

Image
Image

ლისი გრინსი

ლისი დეველოპმენტი ეკოლოგიაზე ორიენტირებული კომპანიაა, რაც გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას საქართველოში. გარემოზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. შესაბამისად, იგი აქტიურადაა ჩართული გარემოს გამწვანებასა და მდგრად განვითარებაში. სანერგე ,,ლისი გრისნი’’ გამოირჩევა განსაკუთრებით ხარისხიანი მცენარეების ფართო ასორტიმენტით ექსკლუზიურად იტალიიდან: მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მოყვავილე ხეები და ბუჩქები. იშვიათი ჯიშის ხილის ხეები, იაპონური ნეკერჩხალი, ლიანების, ბონსაის, ვარდებისა და ღვიების კოლექციები. ლისი გრინსის პარტნიორია ცნობილი იტალიური კომპანია Innocenti & Mangoni Piante, რომელიც 1950 წლიდან წარმატებით ასპარეზობს სანერგე ინდუსტრიაში.