3D

სიახლეები

Post with Slider

ლისი დეველოპმენტმა” European Property Awards-ის ორ კატეგორიაში გაიმარჯვა.

კონკურსზე კომპანია ორი პროექტით იყოს წარმოდგენილი  -   „მწვანე ქალაქი ლისზე“ და „ლისი გრინ თაუერი“.

“მწვანე ქალაქი ლისზე” თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც საქართველოში სრულიად ახალ, ეკოლოგიურ და ჯანსაღი ცხოვრების სტილის ამკვიდრებს. პროექტი გამოირჩევა 80/20 კონცეფციით, რომელიც გულიხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, დანარჩენი 80% - კი გამწვანებას და რეკრეაციული ზონების მოწყობას ეთმობა. მწვანე ქალაქში უკვე მოწყობილია 4 პარკი, ჯამში 7 პარკი გაშენდება.

ლისი გრინ თაუერი კი ახალი 11 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, ვერტიკალური გამწვანებითა და სარწყავი სისტემით. ცნობილი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UN Studio-ს მიერ შემუშავებული პროექტი 2018 წელს დასრულდება და შენობა მწვანე ქალაქის ახალ არქიტექტურულ ცენტრად იქცევა.

26 ოქტომბერს ლონდონში, სასტუმრო „Royal Lancaster Hotel London“ -ში გამართულ დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალზე კომპანიებს ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში გადაეცათ:  უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. European Property Awards-ი, რომელოც  International Property Awards-ის ნაწილია, მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, აფრიკასა და არაბეთს, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს. ღონისძიებაზე აჯილდოვებენ დარგის საუკეთესო პროექტებსა და პროფესიონალებს.