3D

სიახლეები

Post with Slider

ლისი დეველოპმენტმა” European Property Awards-ის ორ კატეგორიაში გაიმარჯვა.

კონკურსზე კომპანია ორი პროექტით იყოს წარმოდგენილი  -   „მწვანე ქალაქი ლისზე“ და „ლისი გრინ თაუერი“.

“მწვანე ქალაქი ლისზე” თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც საქართველოში სრულიად ახალ, ეკოლოგიურ და ჯანსაღი ცხოვრების სტილის ამკვიდრებს. პროექტი გამოირჩევა 80/20 კონცეფციით, რომელიც გულიხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, დანარჩენი 80% - კი გამწვანებას და რეკრეაციული ზონების მოწყობას ეთმობა. მწვანე ქალაქში უკვე მოწყობილია 4 პარკი, ჯამში 7 პარკი გაშენდება.

ლისი გრინ თაუერი კი ახალი 11 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, ვერტიკალური გამწვანებითა და სარწყავი სისტემით. ცნობილი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UN Studio-ს მიერ შემუშავებული პროექტი 2018 წელს დასრულდება და შენობა მწვანე ქალაქის ახალ არქიტექტურულ ცენტრად იქცევა.

26 ოქტომბერს ლონდონში, სასტუმრო „Royal Lancaster Hotel London“ -ში გამართულ დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალზე კომპანიებს ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში გადაეცათ:  უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. European Property Awards-ი, რომელოც  International Property Awards-ის ნაწილია, მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, აფრიკასა და არაბეთს, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს. ღონისძიებაზე აჯილდოვებენ დარგის საუკეთესო პროექტებსა და პროფესიონალებს.

დეტალები
Post with Slider

„ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო

კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. სასესხო ხელშეკრულებას ხელი დღეს  „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, ეიუინ თიქენსმა მოაწერეს. ნოდარ ადეიშვილის თქმით, ფინანსური რესურსი მთლიანად პროექტის "მწვანე ქალაქი ლისზე" განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას მოხმარდება. 

დეტალები
Post with Slider

European CEO-მ ლისი დეველოპმენტი საუკეთესო მწვანე დეველოპერად დაასახელა

,,ლისი დეველოპმენტმა" გაიმარჯვა European CEO ნომინაციაში- Best Green Developer. ამ გამარჯვებამ მწვანე ქალაქი ლისის 80/20 კონცეფციას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. 

დეტალები
Post with Slider

”მწვანე ქალაქში” ელექტრომობილების დამტენი სადგური გაიხსნა

”ლისი დეველოპმენტის” პროექტის ”მწვანე ქალაქი ლისზე” ფარგლებში ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური დამონტაჟდა. ”მწვანე ქალაქში” მცხოვრებლებისთვის, რომელთაც ელექტრომობილები ჰყავთ ან ეყოლებათ, „ლისი დეველოპმენტი“ ახალ წლამდე ელექტრომობილების დამტენ კიდევ რამდენიმე სადგურს დაამონტაჟებს. 
 

დეტალები
Post with Slider

"თი ბი სი" მომხმარებელს ლისზე ბინის შეღავათიანი იპოთეკით შეძენის შესაძლებლობას აძლევს

"თი ბი სი" მომხმარებელს "მწვანე ქალაქში ლისზე" ბინის მინიმალური დანაზოგით შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ბანკის ცნობით, თიბისის იპოთეკური სესხით ლისზე ბინის ყიდვა მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობით არის შესაძლებელი.

დეტალები
Post with Slider

კომპანია "ლისი დეველოპმენტი" კიდევ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა International Property Awards-ზე

უკვე რამოდენიმე წელია რაც კომპანია ლისი დეველოპმენტი მონაწილეობს საერთაშორისო დაჯილდოვებაზე International Property Awards. კომპანიამ 2016 წლის ცერემონიაზე მიიღო ჯილდო ორ ნომინაციაში: Highly commended - Mixed use Development Georgia, და Highly commended - Residential Development Georgia Lisi Tower. International Property Awards უკვე 20 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 70-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების შედეგად "ლისი დეველოპმენტი" აღიარებული იქნა საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად საქართველოში. 

დეტალები
Post with Slider

დღეს ლისის ტბის მიმდებარედ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ახალი კამპუსი გაიხსნა

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო. დღეს ლისის ტბის მიმდებარედ აკადემიის ახალი კამპუსი გაიხსნა.

„ბრიტანულ-ქართულმააკადემიამ“ „ლისიდეველოპმენტისა“ და „თი-ბი-სი“ ბანკის პარტნიორობით თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და უმაღლესი სტანდარტების, 10 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სასწავლო კამპუსი ააშენა. პროექტის იდეა: „თანამედროვე სკოლის მწვანე კონცეფცია,“ სპორტული მოედნებით, სასწავლო, ყვავილების, ბოსტნეულის, ხილის ბაღებითა და თემატურად დატვირთული მწვანე ზოლით გამოირჩევა. 

დეტალები
Post with Slider

ახალი სარეკლამო რგოლი ლისი დეველოპმენტისაგან

ახალი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში "ლისი დეველოპმენტის" მეორე სარეკლამო რგოლი გამოვიდა. ამჯერად ლისის საცხოვრებელ კომპლექსს სუპერმენი ეწვია

https://youtu.be/RuT3Nq5KtSU

დეტალები
Post with Slider

კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ს ორი ჯილდო მოიპოვა

კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" უძრავი ქონების ინდუსტრიაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Awards-ს ორი ჯილდო მოიპოვა ნომინაციებში: "საუკეთესო მრავალერთეულიანი დეველოპმენტი საქართველოში" და "საუკეთესო საცხოვრებელი დეველოპმენტი საქართველოში". 

"ლისი დეველოპმენტი" უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ამ პრესტიჟული ცერემონიის ლაურეატი ხდება. ჯამში კომპანიას კომპანიას საერთაშორისო უძრავი ქონების კონკურსის უკვე 6 ჯილდო აქვს. International Property Awards უკვე 20 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 70-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების შედეგად "ლისი დეველოპმენტი" აღიარებული იქნა საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად საქართველოში.

დეტალები