ემიტენტი ობლიგაციების მფლობელებს სთავაზობს ობლიგაციების ვადამდე განაღდებას მათი მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, შემდეგი პირობებით:
• ემიტენტი ნაადრევად გამოსყიდვასთან დაკავშირებით განაცხადებს მიიღებს 2024 წლის 1 თებევრლიდან 14 თებევრლის ჩათვლით. განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ემიტენტი უზრუნველყოფს მიღებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
• გამოსყიდვა განხორციელდება გამოსყიდვის თარიღისთვის არსებული ძირითადი თანხის (ნომინალის) 100 პროცენტისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდით.
• განაცხადების წარდგენა უნდა განხორციელდეს „გალტ ენდ თაგარტთან“ (რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებით ემიტენტის „განთავსების აგენტს“ და „გადახდისა და კალკულაციების აგენტს“) შემდეგ ელ-ფოსტაზე: sales@gt.ge.