კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ ახალი გენერალური დირექტორის პოზიცია ზურაბ ჭარბაძემ დაიკავა. იგი 2011 წლიდან კომპანიაში კომერციული დირექტორის სტატუსით საქმიანობდა.
1997-2011 წლებში ზურაბ ჭარბაძე „თიბისი ბანკში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, მათ შორის იყო ცენტრალური ფილიალის დირექტორი, საკრედიტო და აქტივების მართვის დეპარტამენტების დირექტორი, ფილიალების ქსელის პროექტის დირექტორი.
2016-2019 წლებში დირექტორის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა კომპანიებს „ახალი მიტარბი“, „კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტი“ „კოხტა დეველოპმენტი“
ამავდროულდ 2014 წლიდან დღემდე ასევე იკავებს „საქართველოს უძრავი ქონების მენეჯმენტის“ კომპანიის დირექტორის პოზიციას.
ზურაბ ჭარბაძე ESM Tbilisi-ის მაგისტრატურის კურსდამთავრებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის ხარისხით.
ლისი დეველოპმენტში ცვლილება ასევე შეეხო კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტს. კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე რუზი ყურმაშვილი დაინიშნა. რუზი ყურმაშვილი კომპანიაში წელიწადნახევრის განმავლობაში რეპორტინგის და ბიუჯეტირების უფროსის პოზიციას იკავებდა.
მისი გამოცდილება მოიცავს მრავალწლიან მუშაობას Ernst & Young-ში, აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე. რუზი ყურმაშვილი კავკასიის ბიზნეს სკოლის (CSB) ბაკალავრის ხარისხს ფლობს. იგი ასევე არის საერთაშორისო პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) Professional დონის სტუდენტი.
ასევე, ლისი დეველოპმენტის სამეთვალყურეო საბჭოში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ეკატერინა შავგულიძე და საბჭოს შემადგენლობა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს წევრი ნიკა ხაზარაძე, წევრი- ბობ მეიერი, წევრი- თამარ ჯაფარიძე.