„ლისი დეველოპმენტი“ ღონისძიება „homeis.gathering“-ის წარმდგენია

29 სექტემბერს ონლაინ ჟურნალმა Homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან“ ერთად ღონისძიება — „Homeis შეკრებას“ გამართა და არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, დეველოპერულის სფეროს წარმომადგენლებსა თუ ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა. წლევანდელი „homeis შეკრების“ მთავარი თემა იყო  „ანაბეჭდი“.

გასული წლის მსგავსად, ღონისძიებას ყავდა ინდივიდუალური გამომსვლელები, რომლებიც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ უნიკალურ პრეზენტაციები წარუდგინეს. სიახლის სახით კი „Homeis შეკრებას“ პანელური დისკუსიის ნაწილი დაემატა, რომლის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა მოდერატორის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს. აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.

კომპანია ლისი დეველოპმენტისთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც კომპანიას 14 წლის განმავლობაში დაუგროვდა. ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყვნენ ლისის პარტნიორი არქიტექტორები, სტუდიებიდან: Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge . ლისი მრავალი წელია ამ კომპანიასთან ერთად ახორციელებენ განსხვავებულ პროექტებს და მქნის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს. კომპანიის სურვილი იყო ეს ადამიანები შევედროდნენ სფეროს ადგილობრივ პროფესიონალებს, გაეცნოთ მათი მრავალფეროვანი გამოცდილება. გვჯერა, რომ სწორი მაგალითების გაზიარება დიდ როლს ითამაშებს საქართველოში არქიტექტურის სფეროს განვითარებაში. ეს ლისისთვის ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა, რადგან კომპანიამ პირველმა დაიწყო ქართული უძრავი ქონების ბაზარზე განსხვავებული კონცეფციის და არქიტექტურის პროექტების შექმნა, რომლებშიც დანერგილია მწვანე და ინოვაციური მიდგომები, გარემო კი ადამიანზეა მორგებული.

ლისი დეველოპმენტის არქიტექტურული ფილილოსოფიის მთავარი იდეა ეფუძნება კომფორტის და დაბალანსებული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობის შექმნას.  ჩვენს პროექტებს გამოარჩევს ერთიანი არქიტექტურა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საკმარისი სივრცეები ადამიანებისთვის, რათა მათ მეტი დრო გაატარონ ოჯახთან, ბავშვებთან, დაისვენონ და შეიგრძნონ დაბალანსებული ცხოვრება ყოველდღიურობაში. არქიტექტურული ფილოსოფია ემყარება არსებულ ტერიტორიასთან, ლანდშაფტთან მაქსიმალურ ჰარმონიას. ხოლო სივრცითი დაგეგმარება ეყრდნობა ადამიანის საჭიროებების გათვალისწინებას – იქნება ეს კეთილმოწყობილ ეზოში ბავშვების თამაში, ვარჯიში, გასეირნება თუ სხვადასხვა საჭირო სერვისით ადგილზე სარგებლობა: მაღაზია, სპორტული დარბაზი და აუზი.

2010 წელს, მაშინ როდესაც კომპანიის ყველაზე დიდი პროექტის, საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ქალაქი ლისის“ განაშენიანება ლისის ტბის გარშემო დავიწყეთ, გაჩნდა იდეა, დაგვენერგა ინოვაციური მიდგომა – 80/20 პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს პროექტებში 80% ეთმობა გამწვანებას, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე კი განთავსებულია შენობები. ასევე, პროექტი განვითარებულია დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ, 150მ2 ფართობის საერთო სივრცე შევქმნათ. ეს კი გულისხმობს არსებულ პარკებს, სკვერებს, მწვანე ზონებს, აუზის ტერიტორიას, საბავშვო-სათამაშო სივრცეებს და დამატებით ინფრასტრუქტურას.

ლისი დეველოპმენტის მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე სტილის და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, არამედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა, სადაც ყველა პირობაა იმისათვის, რომ თავი ყოველდღე განსაკუთრებულად და უსაფრთხოდ იგრძნო. ასე რომ, 14 წლის წინ ამ პრინციპების დანერგვის ერთგვარი პიონერები ვიყავით.

გაიცანით ღონისძიებაზე წარმოდგენილი ლისის არქიტექტორები და მათი ნამუშევრები:

Architects.ge („მწვანე ქალაქი ლისზე“)  

ქართულ კომპანია Architects.ge-ს ეკუთვნის „მწვანე ქალაქი ლისის“ პროექტი, რომელიც დღეისათვის 3 საცხოვრებელ უბანს და ვილების უბანს მოიცავს, რომელიც 65 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გაშლილი. Architects.ge-ის კონცეფცია ეყრდნობა დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებას, სადაც მწვანე პარკების გარშემო ორგანიზებულია საცხოვრებელი, ხოლო შენობების ტერასული განლაგება შესაძლებლობას იძლევა ყველა აპარტამენტს ჰქონდეს ხედი თბილისზე. არსებული გამწვანების კონცეფცია გამოიხატება ერთ სულ მოსახლეზე 70 მ2 გამწვანებით, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მინიმალურ სტანდარტს  7,7-ჯერ აღემატება, ხოლო იდეალურ სტანდარტს – 1,4-ჯერ.

მწვანე ქალაქში ჯამში 7 პარკია. ტერიტორიის ყველაზე მსხვილი დახურული პარკინგის სახურავიც კი კომპლექსის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარკადაა მოწყობილი. მთლიანობაში, ტერიტორიაზე 70 000-ზე მეტი ხე და ნერგია დარგული. გარდა იმისა, რომ „მწვანე ქალაქი ლისზე“ განსხვავებული კონცეფციის საცხოვრებელი კომპლექსია, ის ასევე არის ერთგვარი არქიტექტურული პავილიონი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ სახელებს და არქიტექტურულ კომპანიებს. მაგალითად: UNStudio-ს, Architects of Invention-ს და რიკარდო ბოფილის სტუდიას.

UNStudio (Lisi Green Tower)

„ლისი გრინ თაუერი“ ცნობილი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის, UNStudio-ს მიერ შეიქმნა. ეს გახლავთ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი შენობა, მწვანე ქალაქის მეორე უბანში. პროექტის  ბუნებრივი რელიეფი და საცხოვრებელი სახლის ფორმები შეუფერხებლად ერწყმის ერთმანეთს, შენობის ვიტრაჟული ფასადი შესაძლებლობას იძლევა, ყველა აპარტამენტს ჰქონდეს ბუნებრივი განათება და პანორამული ხედები თბილისზე.

Architects of Invention (Lisi Garden House)

„ლისი გარდენ ჰაუსი“ გახლავთ Architects of Invention-ის პროექტი. შენობა აგებულია ჰიბრიდული რკინა-ბეტონისა და ფოლადის კონსტრუქციის მეშვეობით. მოპირკეთების მასალად გამოიყენება მხოლოდ შუშა. ეს შენობა მიეკუთვნება სუფთა მასალის მინიმალისტურ არქიტექტურის ნიმუშს.

რიკარდო ბოფილის პროექტი 

რიკარდო ბოფილის ავტორობით შექმნილი საცხოვრებელი სახლი “მწვანე ქალაქის” მესამე უბანში შენდება. ლეგენდარული ესპანელი არქიტექტორის საცხოვრებელი სახლის კონცეფცია ღიაობას ეფუძნება. ყველა ბინას აქვს ღია სივრცე, შენობა კი დაყოფილია სხვადასხვა მოცულობებად, რათა ყველა აპარტამენტში მაქსიმალურად ბევრი ფანჯარა და ტერასა იყოს. შენობას გამოარჩევს ბოფილის სტილისთვის  დამახასიათებელი ფერი — აგურისფერი. პროექტი ინსპირაცია კი მოდის ესპანეთში არსებული  საცხოვრებელი შენობიდან: „La Muralla Roja“. ეს პროექტი გახლავთ რიკარდო ბოფილის ერთადერთი ნამუშევარი საქართველოში.

დიდი სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ „ლისი დეველოპმენტმა“ დაიწყო ახალი ქართული რივიერას შექმნა შავ ზღვაზე — ბუკნარში, რომელიც 2025 წელს მიიღებს პირველ სტუმრებს. ეს არის უნიკალური ლოკაციის ახალი საკურორტო უბანი, სუბტროპიკულ ტყესა და ზღვას შორის. პროექტის პირველი ფაზა მოიცავს საერთაშორისო  ბრენდის სასტუმროს, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: შიდა აუზი, რესტორნები, სპორტული დარბაზი, ასევე მწვანე ზონები, სპორტული მოედანი, „Beach Club“-ი.

ისევე როგორც ყველა ლისის პროექტში, ბუკნარის განვითარება დაბალი სიმჭიდროვით მოხდება. კომპანიას სურს, თავისი სტანდარტი ამჯერად აჭარაში, ბუკნარის პროექტში დაამკვიდროს, რომელიც  ოჯახური დასვენებისთვის არის გამიზნული და ამავდროულად, მომხმარებლისათვის საინვესტიციო თვალსაზრისითაც მომხიბვლელია.

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იმ უნიკალური ბუნების და გარემოს გაფრთხილება, რომელიც ბუკნარშია. საკურორტო უბანი პირველ ზოლში მდებარეობს. მისი გენერალური გეგმა და არქიტექტურა შემუშავებულია „ლისი დეველოპმენტის“ და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიების თანამშრომლობით. სასტუმროს კომპლექსის არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ კომპანიას: Architects of Invention-ს. მათი პორტფოლიო მოიცავს სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და აშ.

დღეს „ლისი დეველოპმენტმა“ ერთგვარად დაამკვიდრა სტანდარტი უძრავი ქონების სფეროში. წარმოაჩინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო სფეროში ადამიანისთვის საკმარისზე მეტი სივრცის შექმნა და ინფრასტრუქტურის ადამიანის საჭიროებებზე მორგება.  ვფიქრობთ, ჩვენ შევქმენით პრეცედენტი იმისა, რომ დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანება  და თანამედროვე არქიტექტურა მდგრადი ბიზნეს მოდელია. ჯერ კიდევ 2010 წელს, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიწყებდით, ეს პრინციპები საკმაოდ უცხო იყო ბაზარზე. დღეს კი „ლისი დეველოპმენტის“ მაგალითზე მრავალი პროექტი შეიქმნა, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი ყველა ნაბიჯი მომავლის პასუხისმგებლობით არის ნასაზრდოები. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, „მწვანე ქალაქი ლისზე“ არსებული განსხვავებული არქიტექტურული ნაგებობები არამხოლოდ მწვანე ქალაქის, არამედ თბილისის ახალი ღირსშესანიშნაობებია.