“ლისი დეველოპმენტის” ახალი პროექტის- ბუკნარის პრეზენტაცია ბათუმში

“ლისი დეველოპმენტმა” აჭარის რეგიონში მოქმედ უძრავი ქონების სააგენტოებს ახალი საკურორტო უბანი, ბუკნარი გააცნო. ღონისძიებას აჭარის რეგიონის ადგილობრივი და საერთაშორისო  კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ბუკნარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და ადგილზე გაეცნენ პროექტის დეტალებს.

ბუკნარი ბათუმიდან მხოლოდ 7 წუთის სავალ გზაზეა და უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა, სადაც ზღვისა და მთის ჰავა ჰარმონიულადაა შერწყმული. (პროექტის ლოკაცია)

კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ბუკნარში 9 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის განვითარება დაბალი სართულიანობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება.

პროექტის პირველ ფაზა ითვალისწინებს სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსს, რომლის ინფრასტრუქტურა მოიცავს   შიდა საცურაო აუზს, რესტორანს, ასევე სპორტულ მოედანს და მწვანე ზონებს. პროექტის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს.

“ლისი დეველოპმენტმა” საკუთარ პროექტებში დაამკვიდრა და კვლავ ინარჩუნებს მწვანე პრინციპების ერთგულებას, რაც ითვალისწინებს 80/20-ზე კონცეფციას. ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განთავსდება შენობა-ნაგებობები, ხოლო დარჩენილი 80%-ი არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებასა და რეკრეაციული ზონების განვითარებას დაეთმობა. კომპანიას სურს აღნიშნული სტანდარტი ამჯერად აჭარაში, ბუკნარის პროექტში დაამკკვიდროს, რომელიც  ოჯახური დასვენებისთვისაა გამიზნული და ამავდროულად მომხმარებლისათვის საინვესტიციო თვალსაზრისითაც მომხიბვლელია.

სასტუმროს ტიპის საინვესტიციო აპარტამენტები ბარდება Turn–Key კონდიციით, რაც მოიცავს სრულ რემონტს, ავეჯს, სამზარეულოსა და  აქსესუარებს.

პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროს სტანდარტით აღჭურვილი ნომრები 35 კვ.მ. -დან 70 კვ.მ.-მდე. თითოეულ აპარტამენტს აქვს ზღვისა და მთის ხედი.

საკურორტო უბნის გენერალური გეგმა და არქიტექტურა მომზადებულია ლისი დეველოპმენტისა და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიოების თანამშრომლობით.