ასე იქმნება გარემო

პირველად იყო ხედვა

ურბანული სივრცეების დაგეგმარებისას, თანმიმდევრულობა ყველაზე დიდი არქიტექტურული გამოწვევაა. მსჯელობაში შემოდის რელიეფი, საფარი და რაც მთავარია მომავლის კონკრეტული ხედვა. ჩვენ ვთქვით კონცეფცია. გენერალური გეგმა architects.ge-მ წარმოადგინა. შემდეგ მსოფლიო მასშტაბის არქიტექტორებიც შემოგვიერთდნენ: UN Studio, ნიკა ჯაფარიძე – AI, რიკარდო ბოფილი, სხვები და მხოლოდ ორი სიტყვით ვთქვით ჩვენი სურვილი – “მწვანე ქალაქი”. მაშინვე გაჩნდა იდეები ფაქტურაზე – ხე, აგური, ენერგოეფექტური მასალები, დაბალი განაშენიანება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური ხედვა – ფარდობა: 80/20. რაც ნიშნავს, რომ მთელი ტერიტორიის მხოლოდ 20% დაეთმობოდა საცხოვრებელ სივრცეს.

ჩვენს შესახებ