
რატომ ირჩევს უფრო და უფრო მეტი ოჯახი მიწის ნაკვეთზე საკუთარი სახლის აშენებას?
მიწის ნაკვეთები ლისზე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს კერძო სახლი თბილისში აშენება. ლისის ტერიტორია გამოირჩევა ბუნებასთან სიახლოვით, ქალაქის ცენტრთან მოსახერხებელი მდებარეობითა და მშვიდი საცხოვრებელი გარემოთი. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ოჯახი საკუთარ სახლს სწორედ ამ ლოკაციაზე აშენებს.
ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ოჯახი ბინის ნაცვლად კერძო სახლს ირჩევს. ამის მთავარი მიზეზებია მეტი პირადი სივრცის სურვილი, უსაფრთხო და მშვიდი გარემო, ბუნებასთან სიახლოვე და შესაძლებლობა, საცხოვრებელი საკუთარი საჭიროებებისა და ცხოვრების წესს მოარგონ. სწორედ ამიტომ, იზრდება მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზე, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებში, როგორიც ლისია.
ბინა თუ საკუთარი სახლი – რატომ იცვლება თანამედროვე ოჯახის პრიორიტეტები?
თანამედროვე ოჯახისთვის სახლი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე აღარ არის. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები იზრდებიან, ოჯახი დროს ერთად ატარებს და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი ყალიბდება.
ბინასთან შედარებით, საკუთარი სახლი მეტ პირად სივრცეს, თავისუფლებასა და ინდივიდუალური ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახი იზრდება, ბუნებრივად ჩნდება მოთხოვნა ეზოზე, უსაფრთხო გარემოსა და ბავშვებისთვის მეტი სივრცის შექმნაზე.
სწორედ ამიტომ, ბევრ ოჯახს სურს, რომ ნაკვეთი სახლის ასაშენებლად შეიძინოს. ეს მეტ პირად სივრცესა და თავისუფლებას ნიშნავს.
საკუთარი სახლის აშენება – გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრების ხარისხს ცვლის
საკუთარი სახლის აშენება ნიშნავს სივრცის შექმნას, რომელიც სრულად თქვენს ცხოვრების წესსა და საჭიროებებს არის მორგებული. თქვენ თავად წყვეტთ ოთახების განლაგებას, ეზოს მოწყობასა და იმ დეტალებს, რომლებიც მომავალში თქვენს ყოველდღიურ კომფორტს განსაზღვრავს.
თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ეს სახლი აშენდება. განვითარებული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო უბანი, რეკრეაციული სივრცეები და გააზრებული ურბანული დაგეგმარება სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
რა უნდა გაითვალისწინოთ მიწის ნაკვეთის ყიდვისას?
მიწის ნაკვეთის ყიდვა საპასუხისმგებლო და გრძელვადიანი გადაწყვეტილება. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მდებარეობა, არამედ ტერიტორიის განვითარების პერსპექტივაც.
შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
ლოკაციას და ქალაქთან ხელმისაწვდომობას;
სკოლების, ბაღების, მაღაზიებისა და რეკრეაციული სივრცეების სიახლოვეს;
საინჟინრო კომუნიკაციებს;
უსაფრთხო გარემოს;
ტერიტორიის განვითარების გეგმასა და ერთიან ურბანულ კონცეფციას.
ასევე, დაფიქრდით, რისი არჩევა გსურთ - ცალკეული მიწის ნაკვეთები თბილისში თუ წინასწარ დაგეგმილი საცხოვრებელი უბანი.
თუ არჩევანს წინასწარ დაგეგმილ საცხოვრებელ უბანზე გააკეთებთ, მიიღებთ არა მხოლოდ მიწის ნაკვეთს, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ ინფრასტრუქტურასა და განვითარების მკაფიო ხედვას.
რატომ არის მიწის ნაკვეთები ლისზე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი?
ლისი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი ლოკაციაა თბილისში. ქალაქის ცენტრთან სიახლოვე, ლისის ტბის მიმდებარე რეკრეაციული სივრცეები და ბუნებრივი გარემო ქმნის ბალანსს ქალაქის აქტიურ ცხოვრებასა და სიმშვიდეს შორის.
ამ ლოკაციას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის დაბალსართულიანი განაშენიანება, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ცხოვრების მშვიდი რიტმი. სწორედ ამ გარემოს გამო ირჩევენ ლისს ადამიანები, რომლებსაც სურთ ქალაქთან ახლოს იცხოვრონ, თუმცა ყოველდღიურად ბუნებასთან კავშირიც შეინარჩუნონ.
მწვანე ქალაქის ვილები – პრემიუმ საცხოვრებელი სივრცე საკუთარი სახლისთვის
თუ კერძო სახლის აშენებას გეგმავთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ ის გარემოც, სადაც ცხოვრება მოგიწევთ. სწორედ ამ იდეით შეიქმნა მწვანე ქალაქის ვილები — პრემიუმ საცხოვრებელი უბანი, რომელიც ბუნებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ერთიან არქიტექტურულ ხედვას აერთიანებს.
50 ჰექტარზე გაშლილ ტერიტორიაზე მხოლოდ 265 მიწის ნაკვეთია განთავსებული, რაც დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებასა და მეტ პირად სივრცეს უზრუნველყოფს. თითოეული სახლი შენდება ლისი დეველოპმენტთან შეთანხმებული ერთიანი არქიტექტურული კონცეფციით, რის შედეგადაც უბანი წლების შემდეგაც მოწესრიგებულ და ჰარმონიულ იერს ინარჩუნებს.
ტერიტორია ტერასული პრინციპით არის დაგეგმილი, ამიტომ თითოეულ ნაკვეთს ღია ჰორიზონტი და პანორამული ხედები ქალაქზე, მყინვარწვერზე ან კავკასიონზე უნარჩუნდება. აქ მიწის ნაკვეთები ერთიანი განვითარების კონცეფციის ნაწილია, რაც გარემოს მოწესრიგებულ და ჰარმონიულ იერს უნარჩუნებს.
ლისი დეველოპმენტი უზრუნველყოფს საჭირო საინჟინრო კომუნიკაციების მიყვანას, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მწვანე ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობას, რაც უბნის ერთიან და დახვეწილ იერს ქმნის.
ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად ტერიტორიაზე დარგულია იტალიური ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ხოლო დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანება სასიამოვნო მიკროკლიმატს ქმნის — ზაფხულში ტემპერატურა ქალაქის ცენტრთან შედარებით საშუალოდ 3–4°C-ით დაბალია.
ვილების უბნის მაცხოვრებლები ასევე სარგებლობენ მწვანე ქალაქის სრული ეკოსისტემით, რომელიც მოიცავს:
სასეირნო და სარეკრეაციო ზონებს;
7 გამწვანებულ პარკს;
საცურაო აუზსა და თანამედროვე ფიტნეს დარბაზს;
კომერციულ სივრცეებს ყოველდღიური კომფორტისთვის;
ტერიტორიის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას.
მწვანე ქალაქის ვილები მათთვისაა, ვინც ეძებს არა მხოლოდ მიწის ნაკვეთს, არამედ ხარისხიან, ჰარმონიულ და გრძელვადიან საცხოვრებელ გარემოს.
რატომ არის მიწის ყიდვა გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილება?
მიწის ნაკვეთი მხოლოდ სახლის აშენების შესაძლებლობა არ არის. ის გრძელვადიანი აქტივიცაა, რომლის ღირებულებას განსაზღვრავს ლოკაცია, ინფრასტრუქტურა, ტერიტორიის განვითარების ხედვა და საცხოვრებელ გარემოზე მზარდი მოთხოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ფასები დროთა განმავლობაში იცვლება, ინვესტიცია უძრავ ქონებაში ხშირად გრძელვადიან ხედვას ეფუძნება.
ლისის ტერიტორია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა თბილისში, რაც ამ ლოკაციაზე მიწის შეძენას არა მხოლოდ საცხოვრებელ, არამედ საინვესტიციო გადაწყვეტილებადაც აქცევს.
როგორ შეიძინოთ მიწის ნაკვეთი ლისზე?
თუ მიწის ნაკვეთის შეძენას ლისზე გეგმავთ, შეგიძლიათ ლისი დეველოპმენტის ვებგვერდზე დაათვალიეროთ ინტერაქციული რუკა, გაეცნოთ ხელმისაწვდომ ნაკვეთებს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თითოეულის შესახებ.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თქვენთვის შესაფერისი ნაკვეთის შერჩევაში და გაგიწევთ სრულ კონსულტაციას.
მოითხოვეთ კონსულტაცია და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის სასურველი მიწის ნაკვეთის შესახებ.