დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს!

ლისი დეველოპმენტი და მთელი ჩვენი გუნდი მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს!

ქართველებს საკუთარ თავზე არაერთხელ გვაქვს გამოცდილი ომის სიმწვავე და ყველაზე კარგად გვესმის თავისუფლების მნიშვნელობა!

22 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით უკვე გაგზავნილია უკრაინაში.

ასევე, სოლიდარობის ნიშნად ლისის ტბაზე და მწვანე ქალაქში ლისზე განთავსებულია უკრაინის დროშები.

ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან ვინც აღნიშნულ სულისკვეთებას იზიარებს.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!