დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან

დღეს ლისის ტბის მიმდებარედ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ახალი კამპუსი გაიხსნა

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო. დღეს ლისის ტბის მიმდებარედ აკადემიის ახალი კამპუსი გაიხსნა. „ბრიტანულ-ქართულმააკადემიამ“ „ლისიდეველოპმენტისა“ და „თი-ბი-სი“ ბანკის პარტნიორობით თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და უმაღლესი სტანდარტების, 10 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სასწავლო კამპუსი ააშენა. პროექტის იდეა: „თანამედროვე სკოლის მწვანე კონცეფცია,“ სპორტული მოედნებით, სასწავლო, ყვავილების, ბოსტნეულის, ხილის ბაღებითა და თემატურად დატვირთული მწვანე ზოლით გამოირჩევა.