დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან

FMO-ს უძრავი ქონების პორტფელში, მწვანე ქალაქი ლისზე, გამორჩეულად წარმატებული პროექტია.

„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ – FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა

„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ – FMO-ს შორის 10-წლიანი თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა. “ლისი დეველოპმენტის“ დაფუძნების დღიდან FMO მისი სტრატეგიული პარტნიორი იყო. კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, როგორიცაა მწვანე კონცეფციაზე დაფუძნებული საცხოვრებელი კომპლექსი – „მწვანე ქალაქი ლისზე“. 10-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, „ლისი დეველოპმენტმა“ მისი პირველი პროექტის განსახორციელებლად 25 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაფარა. კომპანია პროექტის – „მწვანე ქალაქი ლისზე“ შემდგომ განვითარებას განაგრძობს. „ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი, FMO-ს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. კომპანიისთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ FMO-ს უძრავი ქონების პორტფელში, „მწვანე ქალაქი ლისზე“ ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. თავის მხრივ, FMO-ს საინვესტიციო ოფიცერი, ჟან-უილემ ჰოეკი დიდ მადლობას უხდის „ლისი დეველოპმენტს” 10 – წლიანი საიმედო პარტნიორობისა და შესაძლებლობისთვის, რომლის შედეგადაც მათ საქართველოში მდგრადი ქალაქებისა და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.