შენი სახლი პანორამული

ხედით თბილისზე

Lisi Green Tower პრემიუმ კლასის საცხოვრებელი შენობა მწვანე ქალაქი ლისზე მეორე უბანში.

პროექტი ცნობილ ჰოლანდიურ კომპანიას UNStudio-ს ეკუთვნის. კონცეფცია ითვალისწინებს ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავს.

LISI

GREEN TOWER

ვიტრაჟული ფასადი განსაკუთრებულ სიმსუბუქეს სძენს შენობას, რაც შესაძლებელს ხდის ყველა აპარტამენტს ჰქონდეს ბუნებრივი განათება და აივანი. ფასადი მოპირკეთბულია ვენტილირებადი ფილებითა და აკაციის ხით.

შენობა აღჭურვილია ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით, SCHUCO-ს ბრენდის უმაღლესი ხარისხის სლაიდური კარ-ფანჯრებითა და Saint-Gobain-ის მინა-პაკეტებით.

Lisi Green Tower -ის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კონსიერჟის სერვისით, დახურული და ღია პარკინგით. 11 სართულიან შენობას ემსახურება ორი ლიფტი და აერთიანებს 32 აპარტამენტს, რომლებიც შესაძლებელია ჩაბარდეს, როგორც თეთრი კარკასის კონდიციაში, ასევე უმაღლესი ხარისხის რემონტით, სრულად აღჭურვილი სველი წერტილებით.

UNStudio

არქიტექტურა

შენობა ცნობილი არქიტექტურული კომპანიის - UNStudios-ს მიერ არის დაპროექტებული. Mercedes Benz Museum გერმანიაში, Shenzhen Mix C+ ჩინეთში, Samsung Concert hall გერმანიაში - UNStudio-ს საავტორო პროექტების არასრული ჩამონათვალია.

დარჩენილია

4 აპარტამენტი

ლისი დეველოპმენტის

შესახებ

მწვანე ქალაქი ლისზე კომპანია ლისი დეველოპმენტის პირველი მასშტაბური პროექტია თბილისში, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან - ლისის ტბასთან არის გაშენებული. დღეისათვის მწვანე ქალაქი ლისზე 3 საცხოვრებელ უბანსა და ვილების უბანს მოიცავს.

ჯანსაღი ეკოლოგიის შესაქმნელად, დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანებას, სწორედ ამიტომ, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები, ხოლო დანარჩენი 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა.

მწვანე ქალაქი გაშენებულია დაბალი სიმჭიდროვით. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 150მ2 ფართობის საერთო სივრცეა, რაც გულისხმობს არსებულ პარკებს, სკვერებს, მწვანე ზონებს, აუზის ტერიტორიას, საბავშო-სათამაშო სივრცეებს და დამატებით ინფრასტრუქტურას.

დაგვიტოვე

საკონტაქტო