დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან

კომპანია "ლისი დეველოპმენტი" INTERNATIONAL PROPERTY AWARDS-ზე კიდევ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

უკვე რამოდენიმე წელია რაც კომპანია ლისი დეველოპმენტი მონაწილეობს საერთაშორისო დაჯილდოვებაზე International Property Awards. კომპანიამ 2016 წლის ცერემონიაზე მიიღო ჯილდო ორ ნომინაციაში: Highly commended – Mixed use Development Georgia, და Highly commended – Residential Development Georgia Lisi Tower. International Property Awards უკვე 20 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 70-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების შედეგად “ლისი დეველოპმენტი” აღიარებული იქნა საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად საქართველოში.