ლისი დეველოპმენტი მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას. პირველ ეტაპზე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ გამოვლინდა მათი პირველადი საჭიროებები, რის საფუძველზეც შევიძინეთ მათთვის პრიორიტეტული ნივთები. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა შექმნილ სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებთან, რათა ახალი საჭიროებების შესაბამისად მოვახდინოთ რეაგირება და მოვემზადოთ მომავალი გამოწვევებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ჩართულია COVID-19 -თან ბრძოლაში და შრომობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების შეუფერხებელ მიწოდებაში. ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება! კომპანია სრულად გადასულია დისტანტციურ მმართველობაზე, ამასთანავე მშენებლობის პროცესი ყველა პროექტზე უწყვეტად მიმდინარეობს.
← დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან