დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან

კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტი” განცხადებას ავრცელებს

“ლისი ლეიქ დეველოპმენტი” 2018 წლიდან, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის შეფასების უზრუნველყოფას, საერთაშორისო და რეპუტაციული კომპანიის მხრიდან და ერთადერთი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.  აღნიშნული ადასტურებს კომპანიის მაღალ გამჭირვალობას და პასუხისმგებლობას.

გასულ პერიოდში  კომპანიის აქტივების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 723 მილიონი ლარი, ხოლო ჯამურმა ვალდებულებებმა 104 მილიონი ლარი, ამავე პერიოდში კომპანიის მოგებამ შეადგინა 33.7 მილიონი ლარი. აღნიშნული ცხადყოფს კომპანიის მდგრად ფინანსურ მდგომარეობას.

“ლისი ლეიქ დეველოპმენტმა” 2024 წლის 31 იანვარს, ემისირებული ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ შეთავაზება გამოსცა. ინვესტორების მხრიდან მხოლოდ 0,6%-მა გამოთქვა სურვილი ზემოაღნიშნული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტის” მიმართ მაღალი ნდობის საფუძველს.

კომპანია სტაბილურად აგრძელებს საქმიანობას მიმდინარე პროექტებზე და ასევე ანვითარებს სამომავლოდ ახალ პროექტებს, როგორც თბილისში, ასევე აჭარის რეგიონში.