დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან

ლისი ვედელოპმენტის და კურორტ კოხტა მიტარბის ახალი გაყიდვების ოფისი გაიხსნა

ი. ჭავჭავაძის გამზ. 22 ნომერში, კომპანია ლისი დეველოპმენტის და კურორტ კოხტა-მიტარბის ახალი გაყიდვების ოფისი გაიხსნა.  დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ აპარტამენტების შიდა ინტერიერები და გამოყენებული მასალები. ოფისის ფასადი ვერტიკალურად არის გამწვანებული, რაც სრულად პასუხობს კომპანიების მთავარ კონცეფციას, 80/20- ტერიტორიის მხოლოდ 20% გამიყენება სამშენებლოდ, ხოლო 80% გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილია როგორც კოხტა-მიტარბის საცხოვრებელ კომპლექსში არსებული აპარტამენტის ასლი, ასევე „მწვანე ქალაქი ლისზეს“ ბინის ინტერიერის დიზაინი.     ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებას ახორციელებს. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ქალაქი ლისზე“ კომპანიის უმსხვილესი პროექტია, რომელიც 2010 წლიდან მიმდინარეობს.   კურორტი კოხტა მიტარბი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების ოთხსეზონიანი კომპლექსია.  კომპლესში ბინები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით (TURN KEY) ბარდება. ტერიტორია ერთიანი არქიტექტურული სტილით მოეწყობა.სასტუმრო კომპლექსი და პირველი ფაზის აპარტამენტები ოპერირებასა და პირველი სტუმრების მიღებას 2018 წლიდან დაიწყებენ.