მყუდრო სახლი მთაში

ასე გვესმის კომფორტი

ჩვენს კურორტზე, აპარტამენტები ბარდება სრული რემონტით, ევროპული წარმოების ავეჯით, ტექნიკით, რბილი იატაკით, მოპირკეთებული აბაზანით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სხვა საჭირო ტექნიკით. კარის ელექტრო-საკეტებზეც კი ნაფიქრი გვაქვს და მეტიც, მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლის – Onity-ის მოწყობილობები დავაყენეთ, რომ ყველა დეტალი სრულად შეესაბამებოდეს სასტუმროების საერთაშორისო სტანდარტს.

ჩვენს შესახებ

ნაძვნარში ჩაფლული ბედნიერება

არაფერი წარმოიდგინოთ. ადგილზე უნდა ნახოთ. უნდა შეიგრძნოთ. ზამთარში აქ, ჰაერიც ვერცხლისფერია. დროც ხშირად ჩერდება. ვერ მიხვდებით სად მთავრდება ნაძვნარი და სად იწყება თქვენი ვერანდა. აქ ვერასდროს გამოგყვებათ ფიქრი ყოველდღიურ რუტინებზე, რადგან ცხელ გლინტვეინსა, ჩაის და ფინჯან ყავას შორის არჩევანი, ყოველთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.

მეტი...

რაც შეეხება სპორტს

საცხოვრებელი ბლოკები მაქსიმალურად ახლოსაა საბაგიროსთან და სასრიალო ტრასებთან. თავად კოხტა-გორა, ავსტრიული Doppelmayr-ის საბაგიროთია აღჭურვილი და 4 სხვადასხვა დონის ტრასებით ყველა კატეგორიის მოთხილამურეს იზიდავს. ჩვენი კურორტი, ისევე როგორც მთელი ბაკურიანი აქტიურად ემზადება 2023 წლის FIS-ის და 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის.

მეტი...

აქ შევხვდეთ

გვესტუმრეთ მწვანე ქალაქის ოფისში. ელექტრობუსით მოგატარებთ, დაგათვალიერებინებთ, მოგიყვებით. შეგვიძლია ვირტუალური 3D ტური მოგიწყოთ კოხტა-მიტარბიზე. ასევე გვაქვს ოფისი კიევში.

აქ შევხვდეთ