ურბანული ფორმულა
80/20: რას ნიშნავს პარეტოს პრინციპი ჩვენთვის
საერთო სივრცის მხოლოდ 20%-ის სწორად განაშენიანების შედეგად, შეიქმნება მეტად თავისუფალი გარემო, სადაც ადამიანებს ცხოვრება გაუხარდებათ. ამ ხედვას მივსდევთ დაარსების დღიდან და მთელი გულით გვწამს, რომ თანამედროვე ურბანისტიკა, არა მაქსიმალურ უტილიზაციაზე, არამედ მეტ საერთო სარგებლობის სივრცის შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რწმენა, წარმატების ისტორიად ვაქციეთ: დღემდე სიამაყით ვინარჩუნებთ “სქოუფის” B+ საკრედიტო რეიტინგს, 2018 წელს, 12 მილიონი დოლარის ბონდების გამოვუშვით, ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო ჟიურიმ, ჩვენი გუნდის შრომა, სხვადასხვა დროს 30 ჯილდოთი დააფასა.
ჩვენს შესახებ
იდეა და ადამიანები
120 ადამიანი გავაერთიანეთ ჩვენი იდეის ირგვლივ და ყოველი მათგანი დღეს, ლისი დეველოპმენტის ღირებულებათა სრულუფლებიანი ელჩია. ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომლის თითოეულ წევრს ზედმიწევნით კარგად ესმით საკუთარი როლი და მნიშვნელობა კომპანიის მასშტაბით, ხოლო კომპანიის მნიშვნელობა ინდუსტრიისა და ქალაქის მასშტაბით.
მეტი...