დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან

„ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო

კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. სასესხო ხელშეკრულებას ხელი დღეს  „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, ეიუინ თიქენსმა მოაწერეს. ნოდარ ადეიშვილის თქმით, ფინანსური რესურსი მთლიანად პროექტის “მწვანე ქალაქი ლისზე” განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას მოხმარდება.